უგულავა კალაძეზე: ადამიანურად ვწუხვარ, მინდა, ბოდიში მე მოვიხადო, იმდენად შეწუხებული ვარ

მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს და გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა დაზარალებულს – დღეს ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. გარდაცვლილთათვის პატივის მიგება და დაკრძალვა უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი, დასახიჩრებული ადამიანების მკურნალობა და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე ზრუნვა უნდა იყოს ზრუნვის მთავარი საგანი და არა პოლიტიკური კინკლაობა. სიმართლე გითხრათ, ტრაგედიიდან მეორე დღეს რანაირად უნდა მოახერხო ამ განცხადების გაკეთება, როგორ უნდა მიხვიდე ა წერტილიდან ბ წერტილამდე, იმ წერტილამდე, რაც თქვა კალაძემ, უბრალოდ, ადამიანურად წარმოუდგენელია. არანაირ მორალშიც აღარ ჯდება, იუმორის შეფასებასაც არ დავიწყებ. უკბილო იუმორი იყო. გუშინ რომ დაშვებული იყო დროშები და გამოცხადებული იყო გლოვის დღე, მეორე დილას კი თბილისის მერი ამ განცხადებით იწყებს, შეუძლებელია, რაიმე კომენტარი.. ადამიანურად ვწუხვარ, მინდა, ბოდიში მე მოვიხადო, იმდენად შეწუხებული ვარ იმ განცხადებით. ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება კონტექსტს, რა აბარია რა არის მისი მოვალეობა და ა.შ.  ეს ძალიანს ამწუხაროა.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა კახა კალაძის განცხადებას ტვ პირველის ეთერში აფასებს. თბილისის მერმა დღეს თქვა - "ჩვენ მთაწმინდაზე ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, [ ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო] აბრძანდნენ და ... ნუ, მიშას არ გამოუვა, მაგრამ მას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები