მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა ერთი ფეოდალის საკარმიდამო ნაკვეთად გადაიქცევა

ეს არის ტრაგედია, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა. ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის პირველ რიგში და ეს არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ მთელი ქვეყანა უნდა გადაიქცეს საკარმიდამო ნაკვეთად ერთი ოლიგარქის, ერთი ფეოდალის და ის არის დაინტერესებული იმაში, რომ არ იყოს ხალხი და განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ. როდესაც პირველი ტური მან წააგო და დაინახა, რომ ეს ხალხი, რომელიც ეგონა, რომ დაჩაგრა, დააშინა, გააღატაკა და გააუბედურა ბოლომდე, პრინციპში კიდევ აქვს უნარი, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიოს.

საქართველოს ჰქონდა შანსი ტექნოლოგიების და საერთოდ განვითარებული ახალი სამეცნიერო რაღაცების ჰაბი, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და დღეს რას ვიღებთ, ეს ყველაფერი წარსულშია. ჩვენ გვეუბნებიან მარიხუანას 500%-იანი მოგება. რად გინდა ტექნოლოგიები და სწავლა. ეს არის მთელი თაობის განადგურება ნარკოტიკებით. 

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში ქართველ ემიგრანტებტან სეხვედრის დროს თქვა.

კომენტარები