დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: კარტოფილით, ხახვით ან დარიგებული თანხით მოსული ხელისუფლება ორჯერ უარესი იქნება

ძალიან დიდია ცდუნება რომ შენც შეიარაღდე იმავე არასწორი მეთოდებით და ინსტრუმენტებით, რომელითაც ხელისუფლება იბრძვის. ნომერ პირველი თემაა, რომ ოპოზიციის მხარეს იყოს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სიმართლე არამხოლოდ კომენტირებისას, არამედ საკუთარი ქმედებების დროს. ამიტომ დაფინანსების თემებია თუ ბიზნესთან ურთიერთობა, თუ ზოგადად პოლიტიკის კეთების თემებია, აქ პირველ რიგში უნდა შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ვინმე ორჯერ მეტ კარტოფილს და ხახვს იშოვის და ხალხს დაურიგებს და ამით დაამარცხებს ივანიშვილს, მივიღებთ ორჯერ უარეს ხელისუფლებას. ეს ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ამიტომ ვამბობ, რომ კარტოფილით და ხახვით ან დარიგებული თანხით, ან დაშინებით, ან მოტყუებით მიღებული ხმებით მოსული ხელისუფალი, იქნება ორჯერ უფრო უარესი. ამიტომ ოპოზიციისთვის, მორალურ თუ ზნეობრივ საფუძველში ეს არაფერს არ ცვლის. 

ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში თქვა.

კომენტარები