ირაკლი ნადირაძე

ნადირაძე კალაძეზე: ის არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, არ იცის რა ფუნქცია აქვს

რაც შეეხება კალაძეს, მიმდინარეობს ბიძინას კარის თამაშები და მხოლოდ დროის საკითხია, კახი კალაძე როდის გაუყვება მისი წინამორბედების გზას. ან უარესად დაასრულებს, შეიძლება, ციხეში ჩაჯდომითაც კი დასრულდეს. ერთი ოლიგარქის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ვინ გადადგება, ვინ პრემიერი იქნება, ვინ მერი იქნება, ვის ციხეში ჩააგდებენ. ყველაფერს წყვეტს ეს ადამიანი. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი და არ გამოვრციხოთ, რომ კალაძეც ძალიან მალე ამ გზას გაუყენონ.

კალაძე ფაქტია, რომ არის ძალიან გაღიზიანებული, იმის მაგივრად, რომ ტრაგედიის დროს მაინც შეეკავებინა თავი, ის უზრდელობით დაკავდა და კარგი იქნებოდა, ქურდებთან ურთიერთობის ნაცვლად, ცოტა წესიერ, ინტელექტუალ ადამიანებთან ეურთიერთა და ორი წიგნი წაეკითხა. ის არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, რომელმაც არ იცის, რა ფუნქცია აქვს ამ ქალაქში და მერიაში.

თქვა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში "არჩევანი".

კომენტარები