ქართული ოცნება

ფოფხაძე: სასამართლოს საკითხზე ადამიანის გუნდიდან გარიცხვა არანაირი ლოგიკით არ აიხსნება

ჩემს პოზიციას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი, არავისთან მოსარიდებელი არაფერი არ მაქვს, მგონია, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი არის ძალიან პრინციპული, ამიტომ, ამის გამო ადამიანი გარიცხო უმრავლესობიდან ან საერთოდ, რაღაც სანქციები გამოიყენო, ეს, ჩემი აზრით, არანაირი სტანდარტით და არანაირი ლოგიკით არ შეიძლება იყოს მერე ახსნილი. ამიტომ, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ და არ მაინტერესებს

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე ხვალ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. მას ჰკითხეს, ელოდება თუ არა უმრავლესობიდან გარიცხვას.

კომენტარები