ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ არის გაცემული 2013 წელს. ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს აშენება ჩვენთის კატეგორიულად მიუღებელია. რამდენიმე დღის წინ ყოფილი მერი უგულავა გამოდის მეამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისელების და თბილისის წინაშე. დარწმუნებული ვარ ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება და ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის მისი მერობის დროს გაცემული. მე პირდაპირ ვიტყვი ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი.
tbl.ge/3fef
დაკოპირდა
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიგი უგულავას შესახებ ისაუბრა.
ამავე თემაზე
- NGO-ები კალაძეზე: EU-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო რიტორიკა ხალხის ღალატია
- კალაძე: როინ ქოჩორაშვილი ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია
- კალაძე: ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება
- კალაძე: ევროპარლამენტარების განცხადებები დამაზიანებელია, ხალხში ნიჰილიზმს იწვევს
- კალაძე: პირადად მე ზაარბრიუკენის მოედანზე კონკურსის ფარგლებში დადგმული ქანდაკება მომწონს