ქართული ოცნება

აბესაძე: განაწყენებული ივანიშვილი ხელისუფლებას შეკრებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს

სასამართლოსთან დაკავშირებული და სხვა თავისი ახირებების შეუსრულებლობით, როგორც ჩანს, განაწყენებული ივანიშვილი ახლა შეკრებს მთელ ხელისუფლებას, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელს და საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მიუჩენს თითოეულ მათგანს ადგილს. როგორც ჩანს, იქნება ცვლილებები, როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებისთვის მიმდინარე ამ პოლიტიკურ პროცესში და ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟში არ დავკარგოთ ფოკუსი იმ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად აწუხებს საზოგადოებას.

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე. ცნობისთვის, 24 იანვარს ქართული ოცნება შეიკრიბება, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

კომენტარები