ქართული ოცნება

ბესელია: უმრავლესობიდან ჩემი გარიცხვა არასერიოზულია და ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ

ძალიან ვწუხვარ, რომ ხშირად ჟურნალისტებისგან ჩემი პარტიიდან გარიცხვაზე ისმევა კითხვები. თუ რაიმეზე ჩემ გონებაში ადგილი არ არის და არ ვფქრობ საერთოდ, ეს არის ერთადერთი ეს საკითხი და ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი რომ ამით დავკავდე. ამიტომ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, კი, ამაზე ძალიან მყარი პოზიციები მაქვს და მყარი არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება, მხარდაჭერა და ა.შ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს სხვადასხვა რამეა. 

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია. ქართული ოცნების ოფისში უმრავლეობის სხდომა იწყება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

კომენტარები