ზურაბ ყიფშიძე

ზურა ყიფშიძე: პატრონი თუ არა გყავს ამ ქვეყანაზე, დაღუპულხარ და ეგ არის

თუ არა გყავს პატრონი ამ ქვეყანაზე, დაღუპულხარ და ეგ არის. ყველა უცხოელს შეიძლება მოეფერონ, საკუთარ ხალხს კი სისულელეებს უკეთებენ. დღეს ცოცხები აღარ არის, მაგრამ ისეთებს შვრებიან... გავგიჟდით, ეტყობა... ერთხელ ვცხოვრობთ და ჯანდაბას, სახელი დაგვრჩება-არდაგვრჩება, ფეხებზე გვკიდია - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

ეს განცხადება მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა. ინტერვიუ გუშინ, 23 იანვარს გამოქვეყნდა. ცნობისთვის, ბოლო არჩევნებზე ყიფშიძე "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერ იყო, მონაწილეობდა მის სარეკლამო კლიპებსა და კონცერტებში.

კომენტარები