ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: ბატონი ბიძინა იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი, ცდილობდა ყველასთვის მოესმინა

ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას იმისთვის, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. ის იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როდესაც ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, ვინც კი ამ საკითხზე აზრს გამოთქვამდა, მეც ვერ შევძელი საკუთარი აზრის გამოხატვა, რადგან ჩემ წინ ბევრი იყო ჩაწერილი, ამიტომ ითქვა, რომ ხვალ დავუბრუნდეთ ამ საკითხის განხილვას და რამდენი დროც იქნება საჭირო, იმდენი დრო დავხარჯოთ ამ საკითხზე

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უმრავლესობასთან შეხვედრის შესახებ. მისი თქმით, ქართული ოცნების სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, სასამართლო სისტემაზე იმსჯელეს.

კომენტარები