უმრავლესობის სხდომა

ჟორჟოლიანი: სასამართლოში ისეთი ვითარება გვქონდა, როგორიც იყო ჩილეში, სამხ. აფრიკაში

მე შემიძლია, ზოგადად, გითხრათ იმ კრიტერიუმების შესახებ და იმ პრინციპების შესახებ, რასაც ხვალ დავაყენებ. რა თქმა უნდა, მეც ვიზიარებ იმ პრინციპს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრინციპი. მე ვიზიარებ ასევე და მინდა, რომ რაღაცნაირად ფორმალიზება ამისი რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი და საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი. მხოლოდ ის, რომ პოლიტიკური ჯგუფებისგან დამოუკიდებელი იქნება სასამართლო, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ამ სასამართლოს ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია. მით უმეტეს, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ერთ ძალიან არსებით რამეს - ჩვენ მოგვაქვს მუდმივად მაგალითები ევროპის, ამერიკის და ა.შ. ქვეყნებიდან. ჩვენ უნდა კარგად გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვქონდა ისეთი ვითარება, როგორიც იყო ჩილეში, როგორიც იყო სამხრეთ აფრიკაში. ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და ამის შემდეგ სასამართლოს სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა. ჩვენ მხოლოდ იმ წესებით, როგორიც ეს საფრანგეთშია, ვერ ვიმოქმედებთ. ამას იქ დასჭირდა ათწლეულები და ზოგან მეტიც, არა? ამიტომ, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა მივიღოთ ისეთი სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ჯგუფებისგანაც იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ იმავე დროს საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი იქნება და ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ კარგად არ გავაცნობიერეთ და რაღაცნაირად არ დავგმეთ ის მემკვიდრეობა, რომელიც მათ ამ რეჟიმის დროს მიიღეს
 

ქართული ოცნების სოციალ-დემოკრატიული ფრთის ლიდერი გია ჟორჟოლიანი. ქართულ ოცნებაში უმრავლესობის სხდომა დღეისთვის დასრულებულია და ის ხვალ გაგრძელდება

კომენტარები