ქართული ოცნება

ბესელია: კარგი შეხვედრა იყო, ივანიშვილს სწორი პოზიცია აქვს, რაც მნიშვნელოვანია

მინდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გითხრათ, რომ მას ჰქონდა დღეს სწორედ ლიდერის და მედიატორის ის როლი და ფუნქცია, რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, კოლეგიალურად, კულტურულად და ეთიკურად, ამიტომ მე ვამბობ, რომ მისი როლი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

შემიძლია გითხრათ რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომლებზე გვაქვს შეთანხმება, რომ შეგვიძლია ამ შეხვედრების დასრულებამდე წინმსწრებად ვისაუბროთ. კარგი შეხვედრა იყო, თავად პარტიის ლიდერს აქვს სწორი პოზიცია, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორი პოზიცია პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ის რომ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რაღაცებში დავეთანხმებით, რაღაცები შეიძლება განსხვავებულად დავინახოთ, მაგრამ თქვა, რომ გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე საბოლოოდ არ შევთანხმდებით.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობასთან შეხვედრის შესახებ.

კომენტარები