ქართული ოცნება

ბესელია: დროს ნუ დამაკარგვინებთ მეთოფიშვილის გამონათქვამებზე

დროა მეთოფიშვილთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარებისთვის დრო არ დავკარგო და იუსტიციის საბჭომ იმსჯელოს ამ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, რომელმაც გაიხადა მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია.

მივმართავ იუსტიციის საბჭოს დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით იმსჯელოს მოსამართლეზე, რომელმაც აშკარად გადააბიჯა კონსტიტუციას და კანონი დაარღვია. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამ ადამიანზე, ამიტომ ნუღარ დამაკარგვინებთ დროს მეთოფიშვილის გამონათქვამებზე.

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე სავარაუდოდ გულისხმობს მეთოფიშვილის კომენტარს, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე დაწერა, რომ "სამარცხვინო და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას". მისივე შეფასებით, "ბესელიასნაირი პოლიტიკოსები ცდილობენ, მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო".

კომენტარები