ქართული ოცნება

ქანთარია: დღეს ივანიშვილი წავიდა არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ

ძალიან ჯანსაღი და მგონია, რომ ძალიან კარგი ეტაპი იწყება ქართულ ოცნებაში, შიგნით. დღევანდელი დღე იყო ამის საუკეთესო მაგალითი. ამის ავტორი გახლდათ თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა მოსმენილი, აწონილი. ერთი რამ არის უდავო - ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ერთ პოზიციას. გუნდის დაშლის ან რაღაცა გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები