კალაძე: უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავასკვენი

როგორც მოგეხსენებათ 2013 წელს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროს აშენებაზე ვაკის პარკში. მაშინდელი მერი [გიგი უგულავა] სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავასკვენი. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. მთავარი მონდომება საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა და ყველაზე მთავარი თბილისელების თანადგომა და მხარდაჭერა, რასაც ვგრძნობთ და ამისთვის ვართ მადლიერი.

კახა კალაძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შესახებ საუბრობს. კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელთან შეთახმებას მიაღწიეს და ვაკის პარკში, "იმ კონკრეტულ ადგილზე სასტუმრო აღარ აშენდება."

კომენტარები