"ბუდაპეშტის" მფლობელი: არ აქვს მნიშვნელობა ვაკის პარკში ავაშენებთ, გლდანში თუ ვარკეთილში

ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ამოვარჩიოთ რომელიც გვაწყობს. რაღაც შემოტავაზებები იქნება და უკვე რამოდენიმე დღეში მუშა პროცესში დავასრულებთ ამ პროიცესს. მოლაპარაკება შედგა და დასრულდა, უბრალოდ უნდა ამოვარჩიოთ მონაცვლეობა თუ გამოსყიდვა გვინდა. ჩვენ ისევ უნდა წავსულიყავით სასამართლოში გვედავა ზარალზე, მაგრამ რეალობიდან გამომდიანრე, ქალაქის მერიამაც გვთხოვა, ის წინადადებები, რაც შემოგვათავაზეს არის რეალობასთან ახლოს და არის ადეკვატური, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვაკის პარკში გავაკეთებთ ბიზნესს, ჭავჭავაძეზე, მთაწმინდაზე, გლდანში თუ ვარკეთილში

სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელი გიორგი ზაქაიძე მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ. თბილისის მერია და ბუდაპეშტის დამფუძენებელი, როგორც დღეს შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს, შეთანხმდნენ, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

კომენტარები