ხაბარელი: უნდა მოხდეს შერიგება, დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია

არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი. ახლა მთავარია, სიტუაცია დამშვიდდეს, მოხდეს შერიგება. თუნდაც დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია, ვეტერანი სპორტსმენები არიან, ისინი ახალგაზრდა სპორტსმენები და უნდა მოხდეს შერიგება. იმიტომ, რომ ჩვენ დასაკარგი არ გვყავს და მით უმეტეს ასეთი სპორტსმენის გადინება საქართველოდან, ეს დაუშვებელია

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ხაბარელი ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის და სპორტის ფედერაციის თავმჯდომარის გეგა გეგეშიძის დაპირისპირების შესახებ. ცნობისთვის, დათუნაშვილზე ძალადობაში ბრალდებული გეგა გეგეშიძე სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები