შაქარიშვილი "ბუდაპეშტის" მფლობელზე: ურბანული ზონდერია, ვურჩევ მადა შეიმციროს

წლების განმავლობაში ჩვენ გარშემო არსებობდნენ ზონდერები სხვადასხვა სფეროში, ზონდერები ვინც ხალხს აწამებდა, ტელე ზონდერები, იყვნენ პოლიტ და იდეოლოგიური ზონდერები და იყვნენ ბიზნეს ზონდერები ან ურბანული ზონდერები, როგორიც არის ის ბიზნესჯგუფი და კონკრეტულად გოგა ზაქაიძე, ვინც ვაკის პარკის მშენებლობის უკან დგას. ეს ხალხი წლების განმავლობაში ძალადობდა ამ ქალაქზე და მე ვურჩევდი მას, რომ სანამ მერიას სწორი გადაწყვეტილებისათვის მადლობებს გადაუხდის, უმჯობესია თბილისელებს მოუხადოს ბოდიში იმ ყველაფრისთვის, რაც აქვს გაკეთებული და რის გაკეთებასაც აპირებდა. ამ ფონზე მე მას ვურჩევდი მადა შეიმციროს ისე, რომ თბილისს და თბილისელებს ძვირი არ დაუჯდეს მისი ვაკის პარკიდან გასტუმრება.

თბილისის საკებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელის შესახებ.

კომენტარები