ვირუსები საქართველოში

მინისტრის მოადგილე: წითელათი დაავადებული 600-მდე პაციენტია დაფიქსირებული

სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალი რისკის ჯგუფის პირებს, ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინით.  დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, გამოიყენონ ეს შანსი, იზრუნონ თავიანთი და მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. 
რაც შეეხება წითელას, სამწუხაროდ, ფიქსირდება შემთხვევების მატება. დღეის მდგომარეობით წითელათი 600-მდე დაავადებული პაციენტია დაფიქსირებული.  მოგეხსენებათ, სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს  წითელას უფასო ვაქციანაციას და უკვე  17000-მდე პირია აცრილი შესაბამის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. წითელას თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები შაბათ-კვირის განმავლობაში  გახანგრძლივებული დღის რეჟიმით იმუშავებენ საღამოს 22:00 საათამდე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს წითელაზე უფასოდ აცრის ჩასატარებლად

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა გავრცელებული ვირუსების შესახებ

კომენტარები