უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მამა ილია: საპატრიარქო რუსეთის ზეწოლის მიუხედავად სიმართლის მხარეს უნდა დადგეს

შესანიშნავია, რომ ამ დღეებში ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტესგან და კვიპროსის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომისისგან მოვისმინეთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მხარდამჭერი განცხადებები, რითაც გაქარწყლდა რუსული დეზინფორმაციები, რომ ეს ეკლესიები და მამამთავრები რუსულ პოზიციას უჭერდნენ მხარს. კვიპროსის სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა კონსტანტინოპოლის ეკლესიის და საპატრიარქო ტახტის პრიმატს (პირველობას) და უფლებებს. ეს ეკლესიები სინოდურადაც მალე დაადასტურებენ ამ პოზიციებს. იმედს ვიტოვებ, ჩვენი საპატრიარქოც, მიუხედავად რუსული მხარის დიდი ზეწოლსა, დადგება სიმართლისა და თავისუფლების მხარეს! გაუმარჯოს თავისუფლებას და ახლად დაფუძნებულ უკრაინის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას! ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსული საეკლესიო (და საერო) იმპერიალიზმისაგან გათავისუფლების ბრძოლის ხაზი უკრაინის საზღვრებს სცდება, რეალურად ეს ბრძოლა საქართველოსაც პირდაპირ ეხება და ამ ბრძოლის მონაწლენი ვართ ჩვენც! გაიმარჯვებს უკრაინა?! -გაიმარჯვებს საქართველო! დამარცხდება უკრაინა?! - დამარცხდება საქართველო!

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები