მოსამართლეების დანიშვნა

დოლიძე: იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, საბჭო მასაც დანიშნავს მოსამართლედ

არ შეიძლება უვადოდ დანიშვნები გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უმრავლესობას, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ. ეს სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ იქნება რეალური რეფორმა საბჭოსი და უვადოდ დანიშვნის პროცედურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ჩვენ განვაახლოთ უვადოდ დანიშვნები იმისთვის, რომ სუფთა და ახალი ხალხი შევუშვათ სასამართლო სისტემაში.

დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ . შეხვედრა, პროტესტის ნიშნად დატოვეს ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ოპოზიციამ. შეხვედრა სამოქალაქო პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარები