დავით ჭიჭინაძე

ჭიჭინაძე: ჰკითხეთ კობახიძეს, რატომ ახდევინეს ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე

პარლამენტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ მარტო არის პარლამენტში და სხვა ადამიანები, მხოლოდ ღილაკზე თითის დამჭერები არიან. ჟურნალისტებს მინდა მოგიწოდოთ, ერთი ჰკითხეთ, რატომ ახდევინეს ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე ამ ადამიანს. ძალიან საინტერესო მომენტია მისი ცხოვრების. ადამიანი, რომელიც ბოდიშებს იხდის სათითაოდ თავისი გავლილი ცხოვრების გამო პარლამენტში. ამ მოკლე პერიოდში უკვე ორი ბოდიში მოიხადა და კიდე ბევრს მოიხდის ალბათ. საკმაოდ დიდი თმენის ვალდებულება გაგვაჩნდა მაშინ, რის გამოც ჩვენს შორის იყო დაპირისპირება, რომ ეს ადამიანი არის პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის საქართველოს სირცხვილი ზოგადად

ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ამჟამად პატრიოტთა ალინსის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის შესახებ საუბრობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები