პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

უგულავა: საკუთარი გუნდის ქალების ურჩობისთვის დასჯის ეს მეთოდი სასტიკი და არაადამიანურია

საკუთარი გუნდის წევრი ქალების ურჩობისთვის დასჯის ასეთი სასტიკი და არადამიანური მეთოდი სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ. ამჯერად, ასეთი ფორმით ქ-ნ [ეკა] ბესელიას იძულება ხდება, რომ დატოვოს ოცნება. ამის შემდეგ [ბიძინა] ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სასურველ მოსამართლეებს გაიყვანს. აქ ის ძალიან ცდება. ეს მონა მონსტრები უზენაესის უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან არა იმიტომ, რომ ბესელია-გედევანს არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოების უკლებლივ ყველა ჯგუფია წინააღმდეგი, მათ შორის ოცნების უპირობო მომხრეებიც კი.

ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიების და დამნაშავეების დასჯის გარეშე, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის და ამ ხელისუფლების კისერზე იქნება!

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება

კომენტარები