დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია ივანიშვილზე: მან მიხმო მე-3 დღეს პოლიტიკაში ჩართვიდან და მითხრა, ბრძოლაში გავყოლოდი

... და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე, ვერასოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას, როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა... მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვიდან და მითხრა, ამ ბრძოლაში გავყოლოდი... ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო– რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამ ქვეყანაში! ეს ვუთხარი, როგორც მიზანიც და პირობაც!!!
დანარჩენი ის იყო, რაც ყველამ ნახეთ...

ნაწყვეტი ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, ვრცელი ღია წერილიდან, რომელიც მან Facebook-ზე დაწერა

კომენტარები