პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

ბესელია ქალებს: მოდით პოლიტიკაში, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა

მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება, რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე... სწორედ იმიტომ, რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არცერთ ქალს, მეტი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებას ეხმაურება. ბესელიამ Facebook-ზე საზოგადოებას ვრცელი ღია წერილით მიმართა, სადაც წერს, რომ მსგავსი მეთოდებით მას ვერ გააჩუმებენ

კომენტარები