პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

ინაშვილი პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე: პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

ამაზრზენი და ყოვლად მიუღებელია კამპანია და პროცესი, რაც ვითარდება ეკა ბესელიას ირგვლივ და ეკა ბესელიასთან მიმართებაში! ბავშვსაც ესმის, რომ ამ არაადამიანური, შავი კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებისთვისაც მიუღებელია ეკას პოზიცია და ყველაფერი ეს, ეს მარაზმი სწორედ ეკა ბესელიას პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების გამო ხდება! მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს,- დაიდოს გამოძიების კონკრეტული შედეგი,- ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან! იმედი მაქვს, ზემოხსენებულ პირებს ესმით, რომ მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც თავის დროზე ჩვენს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებას facebook-ზე ეხმაურება.

კომენტარები