გამოცდების გაუქმება

კაპანაძე: უნარები თუ გაუქმდა, იმ 3 საგანს დაიზუთხავენ, რაც უნივერსიტეტში მოხვედრას სჭირდება

განათლების სისტემა როგორი უნდა იყოს, ამაზე ბევრი დავა შეიძლება, მაგრამ რამდენიმე საკითხი არის უდავო.

1. სკოლის ატესტატით თუ მოხდა უნივერსიტეტში ჩარიცხვა, აღდგება კორუფცია სკოლების დონეზე. 

2. ზოგადი უნარების ტესტი თუ გაუქმდა, ბავშვები დაიწყებენ იმ სამი საგნის დაზუთხვას, რაც უნივერსიტეტში მოხვედრას სჭირდება. 

3. სკოლის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდა, იმ საგნებს რაც არ სჭირდებათ ბავშვები აღარ ისწავლიან და მე-10 - მე-12 კლასებში საერთოდ აღარ ივლიან ამ გაკვეთილებზე. 

4. მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში თუ გადავა, სახელმწიფო უმაღლესებში კორუფცია მყისიერად აღდგება. ბევრ კერძოს მოუწევს იგივეს გაკეთება. 

5. აბიტურიენტს თუ მოთხოვ ან ტექნიკური, ან ჰუმანიტარული მიმართულებით წასვლას და რომელიმე მაკვალიფიცირებელი საგნის არჩევას, მოუკლავ შესაძლებლობას აირჩიოს მაგ. ბიზნესი პირველ არჩევნად და სახელმწიფო მართვა მეორედ. ეს პრინციპულად არასწორია.

სანამ ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რა არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში!

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ეხმაურება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები.

კომენტარები