პირადი ცოხვრების ამსახველი ჩანაწერები

კილაძე: თუ დადგინდა, რომ ნამდვილად გავრცელდა ჩანაწერი, მოვითხოვ უმკაცრეს რეაგირებას

პირველ რიგში, სამართალდამცავებს მივმართავ, უმოკლეს ვადებში დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის გავრცელებას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნამდვილად გავრცელდა ასეთი ჩანაწერი, მოვითხოვ უმკაცრეს კანონისმიერ რეაგირებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ აქ მთავარია იმ ფასეულობების დაცვა, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია და რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის აბსოლუტური ღირებულება.

ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დიდი უბედურება, რასაც ჰქვია სხვისი პირადი ცხოვრებით მანიპულირება და ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იმ შემთხვევაში, თუ მართლა მოხდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება, მე არ მგონია, რომ ამაში ჩართული იყოს მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, როგორც ეს მავანს სურს წარმოაჩინოს. ვერც სასამართლოს თემა იქნება ამ საქმის თავი და თავი. უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველანი შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებთან, ასევე, პროცესის წარმარათვასთან მიმართებით და აზრთა სხვადასხვაობა ფუნდამენტურ საკითხებზე ფაქტობრივად აღარ დარჩა. ამაზე შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის სხვადასხვა წევრი თავად საუბრობდა მედიასთან. ამიტომ, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მტკიცება, თითქოს სასამართლოს თემის გამო ვიღაცის დაშანტაჟებას აპირებს ხელისუფლება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ერთერთი დეპუტატის ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელების შესახებ, სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

კომენტარები