გამოცდების გაუქმება

ნოდია: უნარების ტესტი ყველაზე ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესში სწავლისთვის

ცენტრალიზებულად ჩატარებული გამოცდების რაოდენობა რომ შემცირდეს, ამის არგუმენტები ნამდვილად არსებობდა. მაგრამ უნარ-ჩვევების ტესტის გაუქმება და ენების ტესტების შენარჩუნება სავალდებულოს სახით სრულიად გაუმართლებელია. უნარ-ჩვევების ტესტი ყველაზე უფრო ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. მათ შორის, სხვათა შორის, ის მშობლიური ენის (ანუ რა ენაზეც ტესტი ტარდება) ფლობის დონესაც ძალიან კარგად ზომავს. გარდა ამისა, ის ყველაზე უფრო "დემოკრატიულია" იმ აზრით, რომ მას რეპეტიტორი სხვასთან შედარებით ყველაზე ნაკლებ სჭირდება.

ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარი და კონტრ-პროდუქტიულია. იმედია, წამყვანი უნივერსიტეტები გაბედავენ უნარ-ჩვევების ტესტის შენარჩუნებას.

პოლოტოლოგი გია ნოდია ეხმაურება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები.

კომენტარები