თბილისის მერია

კობახიძე: კალაძე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ძალიან ძლიერი ლიდერი და მენეჯერია

კახი კალაძე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ის არის ძალიან ძლიერი ლიდერი და მენეჯერი. დღეს წარმოდგენილი პროექტები არის შთამბეჭდავი,როგორც თავისი მოცულობით, ასევე იმითაც, რომ ძალიან სწორად არის დაგეგმილი და დანახული ყველაფერი ის, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს. დღეს კახიმ აღნიშნა, რომ მერი და მერია უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქალაქს და ეს სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს უშუალოდ კახის დამოკიდებულებას თავის ქალაქისადმი და ასევე, ქალაქის მოსახლეობისადმი. ის ნამდვილად ემსახურება თბილისს და ის იქნება ძალიან წარმატებული მერი.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ისაუბრა

კომენტარები