ფარული ჩანაწერები

ელისაშვილი: მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს ბესელიას წინააღმდეგ, მაგრამ არ ვიკადრე

ეკა ბესელია მე როგორ მეხატება გულზე, ეს მთელმა საქართველომ იცის, თუმცა, მასთანაც კი ასეთი ბრძოლა არის აღმაშფოთებელი და გულის ამრევი. ბესელიას გაშვება უნდათ, იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია და მათი სახელით რომ ლაპარაკობდა ეს მათ დისკომფორტს უქმნიდა. მაგრამ ბესელიამ მოახერხა, რომ იქეთ შეუტრიალა დასაპირისპირებელი თემა, რა თქმა, უნდა დიდი ოხერია ეკა ბესელია. მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს, რომ ბესელიას წინააღმდეგ გამომეყენებინა, მაგრამ მე არ ვიკადრე. მერჩივნა რომ გავტანჯულიყავი, ჩემი სიმართლე წლების განმავლობაში მემტკიცებინა, როგორც შევძლებდი, ვიდრე ის რაღაცები მეკადრა, რასაც მთავაზობდნენ ბესელიას წინააღმდეგ და მე რომ არ ვიკადრე, ივანიშვილმა იკადრა.

 ”

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაზე

კომენტარები