ფარული ჩანაწერები

ნოდია ჩანაწერებზე: „მელკი“ და იდიოტური ქმედებაა, ამით ბესელიას არაფერი დააკლდა, უფრო პირიქით

ეკა ბესელიაზე ფარული კადრების გავრცელება არის სრულიად უმსგავსი ქმედება. ეს ცხადია.

ამავე დროს, ეს ძალიან „მელკი“ და იდიოტური ქმედებაა, რადგან ამით ეკა ბესელიას არაფერი დააკლდა, უფრო პირიქით. ეს ადამიანი ცდილობს, სამართლიანობისთვის მებრძოლის მანტია მოისხას; ასეთი თავდასხმის მსხვერპლად ყოფნა მხოლოდ ეხმარება მას ამაში. ამის შემდეგ სირცხვილი გახდა, ეკა ბესელიას მხარეზე არ იყო. ამის მიღწევა უნდოდა, ვისაც უნდოდა?

ერთადერთი კარგი, რაც ამ ეპიზოდიდან შეიძლება გამოდნეს: ამის გამკეთებლებმა შეიგნონ, რომ ასეთი რამეების კეთება, გარდა უზნეობისა, კონტრპროდუქტიულიცაა. ამიტომ აღარ გააკეთონ.

(კამათში იმის თაობაზე, საერთოდ გავრცელდა კი რამე ვიდეო, თუ ეს ყველაფერი ბატონი ჭიჭინაძის ფანტაზია იყო, აღარ შევალ).

პოლიტოლოგი გია ნოდია ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებას აფასებს.

კომენტარები