NDI-ის კვლევა

კანდელაკი NDI-ზე: კორუფცია, მექრთამეობა და არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა

არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ იყო და პირველმა ტურმა რეალურად აჩვენა, თუ რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში. დღევანდელი კვლევის მთავარი მიგნება არის კორუფცია, რომელიც ხალხს ძალიან აწუხებს. კორუფცია, მექრთამეობა და არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ დაწესებულებებში, რომლებიც ხალხის ფულს ხარჯავენ. სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის სულ უფრო მეტი შემთხვევა ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის და ეს ხალხს ძალიან აწუხებს. ერთი სიტყვით, კორუფცია, როგორც უმწვავესი პრობლემა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ დაბრუნდა.

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას აფასებს. NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30% თვლის, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34% კი ამბობს რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 21% თვლის, რომ საერთდ არ არის გავრცელებული.

კომენტარები