ჭიჭინაძე გვრიტიშვილზე: ეტყობა, თვითონ არის თანამდებობისთვის ყველაფერზე წამსვლელი

ეს ადამიანი [მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი], ეტყობა, თვითონ არის ყველაფერზე წამსვლელი, ოღონდ, თანამდებობა მიიღოს. ისეთი რამ განაცხადა, რომ [ეკა] ბესელიამ გაავრცელა [საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები] თვითონო და მერე წავიდა ამის წიაღსვლებში, ბედნიერი იყო თან და ჟურნალისტმა რამდენჯერმე გაუმეორა და ჩანდა მისი პროფესიონალიზმი, რომ აფიქსირებინებდა ამ ადამიანს უდიდეს სიბინძურეს ჩვენს რეალობაში. და ამ ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ ის იყოს ჩვენს ქვეყანაში სამართლის მეფე, ასე რომ ვთქვათ და სასამართლოს ბატონ-პატრონი 20-25 წლის განმავლობაში. მეტი რა უნდა ვილაპარაკოთ? კიდევ მეორე შემაშფოთებელია, რომ ის ნაწილი ქართული ოცნების, რომელიც ამათ კანდიდატურას ფარულად უჭერენ მხარს და ვერ ბედავენ დღის შუქზე გამოსვლას, მათგან დღეს არ მომისმენია არცერთის განცხადება, რომ ემიჯნებიან გვრიტიშვილის თეორიას, რომ ბესელია საკუთარ თავზე ავრცელებდა კომპრომატს

ქართული ოცნებიდან გარიცხული პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის, დიმიტრი გვრიტიშვილის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა, თავისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ქართული ოცნების დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, თავად გაავრცელა. ტვ პირველის ეთერი, დიანა ტრაპაიძის "დღის ამბები"
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები