დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გოგიჩაიშვილი გვრიტიშვილზე და მურუსიძეზე: სასამართლოში მათი მმართველი პოზიციები ტრაგედიაა

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩანს, ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა სასამართლოში და, ალბათ, არის ტრაგედია ამ ადამიანების მმართველი პოზიციები სასამართლო სისტემაში. სასამართლო კონფერენციიდან დაწყებული, გუშინ [დიმიტრი] გვრიტიშვილის და [ლევან] მურუსიძის ეთერებიდან ძალიან მძიმე განცდა დაგვრჩა თითოეულ ჩვენგანს. ამ ხალხს მძევლად ჰყავს აყვანილი მოსამართლეთა კორპუსი და ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ გაიხადეს მანტიები, შემოვიდნენ პოლიტიკაში, პოლიტიკურ პარტიად ყალიბდებიან და ყველაზე ცუდი რაც არის, საერთოდ არ არსებობს მორალური კრიტერიუმები მათთვის. იქ ყველაფერი შეიძლება

ქართული ოცნების დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში". უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ქართული ოცნების გუნდში დაპირისპირების მიზეზი გახდა

კომენტარები