NDI-ის კვლევები

ქობულია: მე არ შემიმჩნევია არცერთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება, არც მსმენია

ნახევარი წელია რაც ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში და მე არ შემიმჩნევია არცერთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება, ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, არც მსმენია ამის შესახებ არავისგან. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც ქვეყანაშიც, ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს არსებობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია NDI-ს კვლევის შესახებ. NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30% თვლის, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34% კი ამბობს რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია, 21% თვლის, რომ საერთდ არ არის გავრცელებული.

კომენტარები