უზენაესი სასამართლო

ბესელია: სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ილუზია გვრიტიშვილმა გაანადგურა

თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე , ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ, ეთერში მოსამართლედ წოდებულმა გვრიტიშვილმა. ამაზე უარესად ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა სასამართლო სისტემის პრობლემების! ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები -თავად გაანადგურა. კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა!!! ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს- საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს. ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა. კარგად გვაჩვენეს - რა უნდა შევცვალოთ და რატომ !!!

წერს დეპუტატი ეკა ბესელია facebook-ზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვტირიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში სასამართლო სისტემის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და დაპირისპირებაზე ისაუბრა.

კომენტარები