მოსამართლეების სია

მათიკაშვილი: შინდლერის სიაზე მეტად მოსამართლეების სია ახსენდება ხალხს

საკითხი არ არის მარტივი, არის მნიშვნელოვანი და ბევრი მდგენელი აქვს. რაღაც სიას ნუ გავხდით ამოსავალ წერტილად, შინდლერის სიაზე მეტად ეს სია ახსენდება ხალხს. ამას აქვს მინიმუმ ორი მდგენელი. ერთი სამართლებრივი მდგენელი და მეორე ემოციური მდგენელი, რომელიც პოლიტიკურ ჭრილშია გადასული და პოლიტიკური თემის ერთერთ ნიადაგს წარმოადგენს დღევანდელი დღის წესრიგით, რაც საქართელოში ხდება. ემოციურმა ფონმა კონკრეტული რაღაც მოცემულობა შექმნა. პრეზიდენტის, ფუნქცია, რომელიც დისკრეციულად აგზავნიდა კონკრეტულ პირებს პარლამენტში დასამტკიცებლად, გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საბჭომ გამოიყენა ეს დისკრეციული ფუნქცია და სია გამოაგზავნა. აქ ერთვება ემოციური მდგენელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ ჩვენ ესე არ გვინდა. მოდი კრიტერიუმები დავაწესოთ და გამჭვირვალე გავხადოთ პროცესი. სამართლებრივი ფაბულა რაც გაკეთდა ეს სამართლებრივი ფაბულა კონსტიტუციაში წერია. ფორმალურ-კონსტიტუციური თვალსაზრისით აბსოლუტურად ყველა ნორმა იყო დაცული ამ სიის აქ მოტანამდე.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიაზე ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები