ფარული ჩანაწერები

ფოფხაძე: მივესალმები, თუ კობახიძე ბოლომდე ჩაყვება ჩანაწერების საქმეს, მთავარია არ გადაყვეს

მივესალმები თუ კობახიძე ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს, მთავარია ბოლომდე არ გადაყვეს. არ შეიძლება შენს კოლეგას ვიღაც ასეთი ფორმებით თავს ესხმოდეს და შენ კითხვის ნიშნებით საუბრობდე საჯარო სივრცეში. მგონი ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ის თემებია, რაშიც სოლიდარულები უნდა ვიყოთ. მიუხედავად ერთმანეთის მიმართ განწყობებისა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დავაფიქსიროთ. ის მეთოდები, რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს/

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პალიტრანიუსის ეთერში ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელების შესახებ საუბრობს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდოამრემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელების საქმეს ბოლომდე ჩაყვება.

კომენტარები