ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ენმ-ს ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ბევრ ცუდში, ისე კარგშიც 

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც, რაც კეთდებოდა. დღეს ხელისუფლება რეალურად რამეს აკეთებს? როცა მოსახლეობა უმუშევრობაზე ლაპარაკობს, როცა სოციალურ სიდუხჭირეზე საუბრობს, როცა ჩვენ ვხედავთ გალის მოსახლეობის ღაღადს, ერთი თვეა გალის მოსახლეობა აბსოლუტურად უპატრონოდაა მიტოვებული და ხელისუფლების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით, არათუ, რამე ნაბიჯი არ გადადგმულა. რომელ ეფექტურ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ?!

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" 

კომენტარები