უბედური შემთხვევა

კალაძე მომხდარ ტრაგედიაზე: გამიჭირდება ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი

მე გამიჭირდება ეხლა ვინმეზე რაღაცა ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, თუ რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ. იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება კომპანიის დაუდევრობით ხდებოდეს, არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მცხოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობა.

თბილისის მერი კახა კალაძე ისანში, გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალებას ეხმაურება.

კომენტარები