პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ქანთარია ფარულ კადრებზე: გვეგონა, რომ მსგავსი სიბინძურეები წარსულს ჩავაბარეთ

ყველამ უნდა შეწყვიტოს საუბარი, იმასთან დაკავშირებით, აი თუ არის ეს კადრები, მაშინ უნდა გამოიძიონ. თუ არის და როგორც ჩანს კი არა - არის! სასწრაფოდ უნდა წავიდეს გამოძიება სხვა ტემპში და მაქსიმალურად აქტიურად. უახლოეს ხანში მე ველოდები პასუხებს. იმიტომ რომ მსგავსი სიბინძურეები, მსგავსი რაღაცა საშინელებები გვეგონა რომ ჩავაბარეთ წარსულს და ახლა შიგადაშიგ ისევ იწყებს ამოტივტივებას. ბუნებრივია, მე ვერ დავიწყებ ამ ვარაუდებზე საუბარს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე.

კომენტარები