პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ბოკუჩავა ფარულ კადრებზე: დარწმუნებული ვარ, სუს-მა ივანიშვილის დავალებით გაავრცელა ვიდეო

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიდეო [პირადი ცხოვრების] თავად ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაავრცელა სუს-მა, რადგან ამას ჰქონდა სპამური ხასიათი. ათობით ადამიანს მიუვიდა "ინბოქსში" სწორედ იმ იმედით, რომ ვიღაცას ხელი წაუცდებოდა და შემდგომ სუს-ი ადამიანებზე შეეცდებოდა ჯოხის გადატეხვას. სამწუხარო ის არის, რომ თავად ეკა ბესელიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორად განაცხადა, ინიციატორი უნდა დასაჯონ სამართალდამცავებმაო, ის მაინც ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სხვა ე.წ. კომპრომატებიც

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა პალიტრანიუსის გადაცემაში 7VS1

კომენტარები