უმრავლესობის სხდომა

გოგიჩაიშვილი: ეს მოსამართლეები ყოველთვის იყვნენ უპრინციპო მსახურები

მას შემდეგ რაც ჩვენ შევიკრიბეთ, ძალიან ბევრი რამ მოხდა. იყო მოსამართლეთა სამარცხვინო კონფერენცია, იყო მოსამართლეთა სამარცხვინო ეთერები, რომლებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად შეუფერებლები არიან ისინი ამ საქმისთვის. მათი ლოგიკა, მათი აზროვნება ზუსტად იგივეა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ მსახურები, მათ არ გააჩნდათ პრინციპები, ისინი ასრულებდნენ დავალებებს. სასამართლო ამ ადამიანების ხელში არის რისკის მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს მომავალი იყოს ბევრად უფრო კარგი და საზოგადოებისთვის მისაღები, რადგან თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი უფლებები ოდესღაც იქნება დაცული. ამიტომ დღევანდელი მოცემულობა არის მძიმე სურათი. ვფიქრობთ, სალაპარაკო ძალიან ბევრია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტები, რა ვარიანტითაც უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ფარულ ჩანაწერებთან

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე თქვა.

კომენტარები