უმრავლესობის სხდომა

თალაკვაძე მოსამართლეების შერჩევის წესზე: უმრავლესობაში შევთანხმდით ძირითად ლოგიკაზე

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, როგორც გითხარით, თითქმის მთლიანად დაეთმო ეს დრო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ მსჯელობას და შემიძლია, გითხრათ, რომ უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად შევთანხმდით იმ პროცესის ძირითად ლოგიკაზე, რომლითაც მოხდება კანდიდატურების შერჩევა, მათი წარდგენა პარლამენტში და შემდგომში დამტკიცება. დღეიდან პროცესი სრულად სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება და იმ საკონსტიტუციო პრინციპებთან და კანონმდებლობასთან თანხმობაში, რომელიც არსებობს და არეგულირებს სასამართლოს საქმიანობას, მათ შორის, უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს და უფლებამოსილებებს, იქნება თანხმობაში და, აი, ამ სამართლებრივ ჩარჩოში სწორედ ამ პრინციპებით წარიმართება მუშაობა იმ მარეგულირებელ დოკუმენტზე, კანონზე, რომლითაც მოწესრიგდება პრაქტიკულად უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისა და მათი შემდგომში პარლამენტში წარდგენის დამტკიცების პროცესი

ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის, კომენტარი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. თალაკვაძის თქმით, უმრავლესობა პრაქტიკულად შეთანხმდა იმ ძირითად ლოგიკაზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა

კომენტარები