დაგროვებითი პენსია

პრემიერი: ღრმად მწამს, რომ საპენსიო რეფორმა აუცილებლად იქნება წარმატებული

მე ღრმად მწამს, რომ ეს რეფორმა აუცილებლად იქნება წარმატებული, თუმცაღა, თუ ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ იქაც პროცესის განმავლობაში რეფორმა უფრო იხვეწებოდა. ფაქტი არის ერთი: საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი, შესაბამისად, ჩვენც უნდა ავირჩიოთ ეს გზა. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება საპენსიო ფონდი და ისე შეუძლია მომავალში უზრუნველყოს სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხი, ეს ჩემი შეფასებით იაფფასიანი პოპულიზმია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფონდი უფრო ეფექტური, კარგად მართული, რისკები დაზღვეული. დიახ, რისკები დაზღვეულია და შეფასებული. ის უზრუნველყოფს იმას, რომ ფონდის კაპიტალიზაცია, ზრდა მოხდეს იმდაგვარად, რომ ინფლაცია მასზე ნეგატიურად არ აისახოს. ის იყოს ინვესტირებული მაქსიმალურად დაცულ ფასიან ქაღალდებში, ისეთ პროექტებში, რომელიც იქნება ფაქტობრივად ურისკო კომერციული თვალსაზრისით

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სავალდებულო დაგროვებით პენსიაზე.

კომენტარები