ფარული ჩანაწერები

კილაძე ჩანაწერებზე: ამ საზიზღრობის გავრცელება აწყობდა იმას, ვინც საბოლოოდ მოგებული დარჩა

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე მთავარი და ცენტრალური საკითხი არის თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობის გავრცელება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ და რომელთა მეშვეობითაც მოხდა ბევრი სხვა ადამიანისთვის ამ საზიზღრობის მიწოდება, ესეც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. იმისთვის, რომ მომავალში, თუ კიდევ, ღმერთმა ნუ ქნას და მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ამის გავრცელებაც არის დასჯადი და კონკრეტულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც მოახდენს იმის პრევენციას, რომ ასეთი საზიზღრობა და ასეთი ამორალური საქციელი კიდევ სხვამ არ ჩაიდინოს და არ გავრცელდეს.

რაც შეეხება ეკა ბესელიას მინიშნებებს პორტირებულებზე და ენმ-ზე, ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის "ბრალდებები" უდანაშაულობის პრეზუმციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება - ის ადამიანები და ჯგუფები, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა - ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ.

კომენტარები