დათუნაშვილი: მე პატრიარქის გამო ყველას შევურიგდები, მაგრამ ეს ჩემს პირადს სცდება

ჟურნალისტმა მითხრა, პატრიარქმა ძიუდოისტები შეარიგაო და თქვენ თუ შეუერიგდებით პატრიარქმა რომ გთხოვოსო. მე ჩემ პირადს გადავდებ და პატრიარქის გულისთვის შევურიგდები ყველას საერთოდ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემ პირადს სცდება. მაშინ ჩემს კარიერაზე უარი უნდა ვთქვა. მე ვიცი, რომ ფორმალურად მოხდება ეს შერიგება, მაგრამ ისევ იგივე გაგრძელდება.

ამბობს ევროპის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები