პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

კალაძე ფარულ კადრებზე: იქ აიფონ 5 იყო, აიფონ 7 თუ აიფონ 10, ამას დაადგენს გამოძიება

არ მინახავს ვიდეო და ნახვის არც სურვილი მაქვს და არც ინტერესი. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ასეთი ვიდეოების გავრცელება. კატეგორიულად მიუღებელია ის რაც წლების განმავლობაში ხდებოდა და როგორ აშანტაჟებდნენ ადამიანებს. უამრავი, 10 ათასობით ჩანაწერი არის გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს რაც ძალიან ცუდია და მძიმეა და ჩვენ, ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ გავრცელებას, რომ ადამიანების შანტაჟი ასეთი ფარული ჩანაწერებით არ ხდებოდეს. თქვენ ვერ დაადასტურებთ იქ აიფონ 5 იყო, აიფონ 7, აიფონ 10 თუ აიფონ 4, ამას დაადგენს გამოძიება და გაცემა ყველა კითხვას პასუხი.

ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში აიფონ 5 ჩანს და რადგან ეს მოდელი 2012 წლის ბოლოს გამოვიდა შეუძლებელია ეს კადრები წინა ხელისუფლების დროს იყოს გადაღებული.

კომენტარები