ხუნდაძე: როგორც არსებობს ნარკოდამოკიდებულება, არსებობს ასევე პორნოდამოკიდებულება

პროგრესს და განვითარებას ზოგჯერ თან სდევს სერიოზული რისკები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა ინტერნეტსივრცე გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებით, ასევე კარგია, როცა პირველი მოხმარების ასაკმა ბავშვებში დაიწია, მაგრამ არსებობს ინტერნეტსივრცეში იმგვარი ტიპის ინფორმაციები, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვთა ფსიქოემოციურ სტრუქტურას, მე ვსაუბრობ ინტერნეტსივრცეში, წელიწადში 100 000-ზე მეტი პორნო ინტერნეტსაიტის მოწოდებას. როგორც არსებობს ნარკოდამოკიდებულება, არსებობს ასევე პორნოდამოკიდებულება და მინდა გითხრათ, რომ მოზარდები არც თუ ისე იშვიათად უყურებენ სექსუალური ძალადობის სცენებს

უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო ინტერნეტსივრცის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები